ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება.
როგორც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, საბჭოს სხდომა ელჩების დონეზე ბრიუსელში გაიმართება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის და ალიანსი მიისწრაფის კონსტრუქციული დიალოგისკენ რუსეთთან.
“რუსეთის ჩვენი უდიდესი მეზობელია. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რუსეთი ვერ იქნება და არ უნდა იყოს იზოლირებული. ნატო – რუსეთის საბჭო არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების სამართავად”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს ლიდერებმა ასევე დაადასტურეს სამხედრო ბიუჯეტების გაზრდის მნიშვნელობა. ნატოს სამიტის პირველ დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭომ აღმოსავლეთ ევროპაში ოთხი ბატალიონის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. იენს სტოლტენბერგის თქმით, ლატვიაში განთავსებულ ბატალიონს კანადა უხელმძღვანელებს, ლიტვაში – გერმანია, ესტონეთში – დიდი ბრიტანეთი, ხოლო პოლონეთში – ამერიკის შეერთებული შტატები. ამას გარდა, ნატო სამხრეთ-აღმოსავლეთით ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მუშაობას გააკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები