ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც 6 ადამიანი დაშავდა. კოკაიას ხეივანში ერთმანეთს ,,ოპელის” და ,,ტოიოტას” მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
„კვირის“ ინფორმაციით, დაშავებულები სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 276-მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები