მყვინთავი, რომელიც აბაშისწყალში დაიხრჩო, წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის პრეზიდენტია

მყვინთავი, რომელიც მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.  ამის შესახებ „კვირას“ მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდში“ განუცხადეს.  მათი თქმით, 45 წლის ელგუჯა ჯამრიშვილი წუხელ სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა.
17 წლის მოზარდს და მყვინთავის ცხედარს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს,  მოზარდისა და მყვინთავის სამძებრო სამუშაოებში 40 მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.

13606623_10206974087887505_1705198043920878391_n 13615354_10206974082647374_9036739796576896071_n 13619979_10206974082167362_1346252821836751084_n 13620249_10206974081767352_679425615662134676_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები