დღეს ვარშავაში ნატოს რიგით 28-ე სამიტი გაიხსნება

 8 ივლისს, ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატოს სამიტი გაიხსნება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეთა შორის 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაეროს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.
ორდღიან სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს. ეს იქნება ნატოს რიგით 28-ე სამიტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა, უკანასკნელი კი 2014 წელს უელსში. პოლონეთი ნატოს სამიტს პირველად მასპინძლობს. ღონისძიებაზე ალიანსის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში როტაციის პრინციპით ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ.
ამასთან, ალიანსი გადადგმას ნაბიჯებს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ნატოს წევრები შეთანხმდებიან ერაყში საწვრთნელი მისიის გაძლიერებასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნატოს როლის გაფართოებაზე. მონაწილეები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშირისო კოალიციის AWACS-ის ტიპის ვერტმფრენებით დახმარების შესახებ. ნატო გააგრძელებს ავღანეთის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები