გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში ნატოს სამიტის დაწყებამდე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში, ნატოს სამიტის დაწყებამდე, ქართველ ჟურნალისტებთან სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
წინასწარი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება თბილისის დროით 11:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა თემებს შეეხება საქართველოს პრეზიდენტი.
ნატოს ვარშავის სამიტი დღეს იხსნება. საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები