მაგდა პაპიძეს, 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ, შეუძლია, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართოს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს შეუძლია, 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართოს. ეს უფლებები, რომელიც უვადო პატიმრობამისჯილებს კანონმდებლობით გააჩნიათ, პაპიძეს დღევანდელ პროცესზე თავად მოსამართლემ განუმარტა.
ამასთანავე, მოსამართლემ პაპიძეს განუცხადა ისიც რომ 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვის გარდა, მას შეუძლია შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართოს. თავად მაგდა პაპიძეს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დარბაზში კომენტარი აღარ გაუკეთებია. სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს პაპიძის დედამთილმა და დედამაც. მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის მიერ, ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას, სხდომათა დარბაზში შეკრებილები ტაშით შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები