მაგდა პაპიძის საქმის მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაგდა პაპიძეს სასჯელის ვადა უნდა განუსაზღვროს. მოსამართლე ბრალდებულისთვის სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი 4 ივლისს გამოაცხადეს. მსაჯულებმა იგი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად 3 საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ. პაპიძეს ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე პაპიძისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს, დაცვის მხარე კი მინიმიმუმს. მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს.