ომარ ქაფიაშვილის დედა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური იზიარებს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
„ვეთანხმები სახელმწიფო ბრალდებას, უნდა შეეფარდოს უვადო პატიმრობა. ადამიანი, რომელმაც ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, საშიშია ყველასთვის. მარტო ჩემს ოჯახზე არაა საუბარი, ამიტომ ვითხოვ უვადო პატიმრობას“, – განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.
პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს დანაშაულის სიმძიმიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და მისი წარსულიდან გამომდინარე.
შეგახსენებთ,რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. რაც შეეხება სასჯელის ზომას, მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.