მაგდა პაპიძე: გთხოვთ, არ დამტოვოთ ცოცხალი

მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა,  ურჩევნია სიკვდილით დასაჯონ.
”მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეტენზია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენით სკამისთვისაც მზად ვარ. გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია. არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან ეს საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. გთხოვთ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი მოსამართლეს სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრას თხოვს, რაც 16 წელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები