მაგდა პაპიძისთვის სასჯელის ვადას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძისთვის სასჯელის ვადას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს. პროცესი 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომას ნაფიცი მსაჯულები არ დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი 4 ივლისს გამოაცხადეს. მსაჯულებმა იგი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად 3 საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ. სასჯელი 16- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები