ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
დღეს, Rooms Hotel Tbilis-ში “ირაკლი ალასანია – თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები საზოგადოებას პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა:
თბილისში ”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატები იქნებიან:
1. მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი – კოკა ფრუიძე;
2. ვაკის მაჟორიტარული ოლქი-ვიქტორ დოლიძე;
3. ვაკის მაჟორიტარული ოლქი-გიორგი ნუცუბიძე;
4. საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი- ალექსი პეტრიაშვილი;
5. საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი-დავით ონოფრიშვილი;
6. საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი-შალვა შავგულიძე;
7. კრწანისის მაჟორიტარული ოლქი-დიმიტრი კორთხონჯია;
8. ისნის მაჟორიტარული ოლქი- თენგიზ ხეჩიკაშვილი;
10. ისნის მაჟორიტარული ოლქი-გიორგი გოგილაშვილი;
11. სამგორის მაჟორიტარული ოლქი-ნონა თოდუა;
12. სამგორის მაჟორიტარული ოლქი-ბესო ბერიძე;
14. ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი-დავით ამაშუკელი;
15. დიდუბის მაჟორიტარული ოლქი-ზურაბ აბაშიძე;
16. დიდუბის მაჟორიტარული ოლქი-ლევან სამუშია;
17. ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-ლევან მელიქია;
18. ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-ზეზვა ნაცვლიშვილი;
19. ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-რამაზ გრიგალაშვილი;
21. გლდანის მაჟორიტარული ოლქი-ამირან გიგუაშვილი;
22. გლდანის მაჟორიტარული ოლქი-ვახტანგ მაჭავარიანი.
ამასთანავე, გაიმართა პარტიის საარჩევნო გზავნილის და ახალი ლოგოტიპის პრეზენტაცია.
“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” მთავარი გზავნილია: “უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება!”
რაც შეეხება პარტიის ახალ სიმბოლიკას, “ირაკლი ალასანია – თავისუფალმა დემოკრატებმა” წარადგინა ახალი ლოგო ძველი ფერებით. ლოგოზე გამოსახულია გრიფონი, რომელიც სიბრძნის, გამჭრიახობის, ძლევამოსილების, ძალაუფლების და თავდაჯერებულობის სიმბოლოა. გრიფონი მითიური არსებაა, რომელიც აერთიანებს არწივსა და ლომს, სისწრაფესა და სიძლიერეს.