პრემიერ-მინისტრმა სულხან მოლაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სულხან მოლაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ქაშუეთში მიმდინარე სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.
პრემიერ-მინისტრს შეკრებილმა საზოგადოებამ მიმართა, რომ დაიჭიროს მკვლელები და დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ამ წუთებში, ქაშუეთის ეკლესიაში სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ეკლესიაში გარდაცვლილის ახლობლები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 29 ივნისს, პარიზში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები