ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, 86 ხმით, ავსტრიის წარმომადგენელი კრისტინა მუტონენი გახდა.
პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, გიგი წერეთელს კი -73-მა დელეგატმა მისცა ხმა. არჩევნების მეორე რაუნდი ორ კანდიდატს -კრისტინა მუტონენსა და გიგი წერეთელს შორის გაიმართება. პირველ ტურში კრისტინა მუტონენს 91-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ფრანგ ალან ნერის – 26-მა, გიგი წერეთელს კი – 85-მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები