პროკურორი: ნაფიცმა მსაჯულებმა ადექვატური პასუხი გასცეს ბრალდებულის სასტიკ ქმედებას

მაგდა პაპიძის საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და ისტორიული პროცესი უწოდა. დავით ნეფარიძის თქმით, აქამდე არ ყოფილა პრეცენდენტი, მსაჯულებს ერთხმად, 12 – არც ერთის წინააღმდეგ პირველ 3-საათიან ვადაში მიეღოთ ვერდიქტი.
“ეს იყო ისტორიული პროცესი, სადაც ნაფიც მსაჯულთა არსებობის ისტორიაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა მიღებული. ადექვატური პასუხი გასცეს ბრალდებულის სასტიკ ქმედებას, რომელმაც საკუთარი ხელებით სიცოცხლე მოუსწრაფა საკუთარ შვილს და მეუღლეს. ეს არის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი გვქონდა სახელმწიფო ბრალდებას. გაამტყუნეს ორივე ნაწილში”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე ინფორმაციით, 6 ივლისს სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ბრალდება დამამძიმებელიი სასჯელის შუამდგომლობას დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს. მსაჯულებმა იგი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად 3 საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ. სასჯელი 16- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. აპიძისთვის სასჯელის ვადას მოსამართლე 6 ივლისს გამოაცხადებს. მომდევნო სხდომას ნაფიცი მსაჯულები არ დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები