მაგდა პაპიძისთვის სასჯელის ვადას მოსამართლე 6 ივლისს გამოაცხადებს

შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძისთვის სასჯელის ვადას მოსამართლე 6 ივლისს გამოაცხადებს. მომდევნო სხდომას ნაფიცი მსაჯულები არ დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. მსაჯულებმა იგი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად 3 საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ. სასჯელი 16- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები