მაგდა პაპიძის საქმის ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა, სადაც მოსამართლემ მსაჯულებს განუმარტა, რომ ვალდებულნი არიან, მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე დაადგინონ, მკვლელობა მაგდა პაპიძემ ჩაიდინა თუ არა.
“პირადმა სიმპათიამ და ანტიპათიამ გავლენა არ უნდა მოახდინოს და გადაწყვეტილება სამართლებრივად უნდა მიიღოთ. მტკიცებულებებს უნდა დაეყრდნოთ, რომელიც კანონიერად არის მოპოვებული. ირიბი მტკიცებულების სანდოობის ხარისხი ნაკლებია. აუცილებელია, ირიბი ჩვენება სხვა ისეთი მტკიცებულებებით დასტურდებოდეს, რომელიც პირდაპირია. ირიბ მტკიცებულებებს არ უნდა დაეყრდნოთ. ვალდებულნი ხართ, მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ ფიცი დადეთ. უფროსი მსაჯული უხელმძღვანელებს თათბირს. ხელს მოაწერს ვერდიქტს და გამოაცხადებს მას. სათადარიგო მსაჯს კენჭისყრაში მონაწილეობა და გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. სათათბირო ოთახში ყოფნის უფლება არავის აქვს. ნუ შეგეშინდებათ აზრის შეცვლის, თუ დისკუსიის შემდეგ სისწორეში დარწმუნდებით”,- განუმარტა მოსამართლე ემა გაბრიჩიძემ მსაჯულებს.
კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად სამსაათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების, ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6-საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა იყოს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები