ლანა პაპიძე: რა აზრზეც ვიყავი მკვლელობის დღეს, ზუსტად იმ აზრზე ვარ დღემდე

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ოჯახის წევრთა განცხადებით, განაჩენის მიუხედავად, ისინი შეეცდებიან, საკუთარი ვერსიები დაამტკიცონ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა პაპიძის მეგობარი მამაკაცის, ოთარ ბერძენიშვილის მიერ იყოს ჩადენილი.
„ჩევნი რჩევით აირჩია ჩემმა დამ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი. ამიტომ დადებითად ვუყურებ პროცესის დახურვას, აქამდეც უნდა დაეხურათ. რა აზრზეც ვიყავი მკვლელობის დღეს, ზუსტად იმ აზრზე ვარ დღემდე და იმ აზრს ვავითარებ და არც შევიცვლი, სანამ არ აეხდება ფარდა, სანამ ეს ადამიანი საჯაროდ არ გამოჩნდება“, – აღნიშნა ლანა პაპიძემ.
მაგდა პაპიძის სასამართლო ამ დრომდე გრძელდება. დღეს პროცესის ბოლო დღეა. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულ პაპიძის მეგობარი, ოთარ ბერძენიშვილი. მისი დაკითხვაც ასევე დახურულ რეჟიმში გაიმართა. საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები