მაგდა პაპიძის პროცესზე ადვოკატი დაცვით სიტყვას წარმოთქვამს

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის პროცესზე დაცვის მხარე სიტყვას წარმოთქვამს, თუმცა პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, იგი საკუთარ დასკვნით სიტყვაში ყურადღებას იმ მტკიცებულებებზე გაამახვილებს, რომელიც ბრალდებამ არ გამოიკვლია, ან არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. მანვე ბრალდების დასკვნითი სიტყვა შეაფასა და განმარტა, რომ პროკურატურის მტკიცებულებების უტყუარობასა და სანდოობაში ეჭვი შეაქვს.
„ვფიქრობთ, ჩვენი არგუმენტების გათვალისწინებით ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. პაპიძემ თავიდანვე იცოდა, რომ მსაჯულთა ვერდიქტი არ საჩივრდება, თუ პროცესუალურ დარღვევები არ არის, რასაც ადგილი პროცესის განმავლობაში არ ჰქონია. ვერდიქტი საბოლოო იქნება”, – განაცხადა ფხალაძემ.
პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, დასკვნით სიტყვაში აქცენტები იმ უტყუარ მტკიცებულებებზე გააკეთეს, რომელიც პაპიძის დანაშაულს ცალსახად ადასტურებს.
“უტყუარია პაპიძის მიერ დანაშაულის ჩადენა. ძალიან ბევრი მტკიცებულება ადასტურებს ამას. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდეს დანაშაულის ჩადენაზე სხვა პირის მიერ”, – განაცხადა ნეფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები