ლიანა შამუგია: ყველა ნათლად დაინახავს, მკვლელი ვინ არის

ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედას, ლიანა შამუგიას დადებით ვერდიქტის მოლოდინი აქვს. იგი ვარაუდობს, რომ მისი შვილის საქმე „აქ არ დამთავრდება“. ამის შესახებ, ლიანა შამუგიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დახურვის შემდეგ განაცხადა.
“ეს საქმე აქ არ დამთავრდება. პირიქით, დღეს დაიწყება ყველაფერი – მე ამის პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე. ყველა ნათლად დაინახავს, მკვლელი ვინ არის, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ დღეს. მე მჯერა, რომ დადებითი ვერდიქტი იქნება, ამას ჩემი რწმენით ვამბობ, იმიტომ, რომ მე არ მყავს მკვლელი შვილი. მე თავიდანვე ვამბობდი იმას, რომ ეს გოგონას გაკეთებული არ არის, აქ მამაკაცის ხელი ურევია. აი, ეს დამტკიცდება რაღაც პერიოდის შემდეგ”, – განაცხადა ლიანა შამუგიამ.
მისივე თქმით, ნამდვილი მკვლელის შესახებ საზოგადოება დღევანდელი ვერდიქტის შემდეგ გაიგებს, როგორიც არ უნდა იყოს ის.
“ჩემი მხრიდან არ არის გამართლებული, ხელი გავიშვირო ვინმესკენ, თუმცა მითხრეს, რომ პროკურატურაში პირველად ოთარ ბერძენიშვილმა დარეკა და სწორედ მან გააგებინა. კითხვები მაქვს, რა უნდოდა ბერძენიშვილს შემთხვევის ადგილზე, რატომ მივიდა. პირობას ვაძლევ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს, უამრავი ადამიანი გვირეკავს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც პროცესს თვალ-ყურს ადევნებენ, სიმართლეს გავარკვევთ და ნამდვილი მკვლელის ვინაობას დავადგენთ”, – განაცხადა ლიანა შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები