პირი, რომელმაც თელავში მამა დაჭრა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მამა ცივი ირაღით დაჭრა, დაკავებულია. დაკავების ფაქტი “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თვითმხილველების განცხადებით, მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მათ ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები