ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მისივე მოთხოვნით დაიხურა

ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მისივე მოთხოვნით დაიხურა. ბრალდებულმა აღნიშნულის მიზეზად მედიის მიერ სასამართლო პროცესების არასწორი გაშუქება დაასახელა, რაც მისივე აზრით, გავლენას ახდენს მსაჯულებზე.
განსასჯელის განცხადებით, დღეს წყდება მისი სიცოცხლის საკითხი და არავის მისცემს საშუალებას, მსაჯულები მართოს.
“სირცხვილია, რასაც რადიოთი ვისმენ. მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით გარეთაც არ სარგებლობდა, არათუ ციხეში. დავდივარ “ვალიდოლით” და მუხლებზე მიდევს სახარება. რაც პროცესზე ხდება, იმის საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება მედიით. ძალიან მოაზროვნე მსაჯულები არიან, სააზროვნო შეკითხვები დამისვეს, გადიან გარეთ და ხვდებათ სხვა ინფორმაცია, რაც მათზე გავლენას ახდენს. რა გახდა, რომ მთავრობიდან, მედიიდან მიტევენ. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, პროცესი დაიხუროს. საქმე ეხება პირად და ინტიმურ საკითხებს. მე მოვითხოვე თავიდან მსაჯულები და მედია. არცერთი სმს-ი არ მაქვს დასამალი, არ მიმაჩნია, რომ ამორალური გავაკეთე რამე და არ მეთაკილება. მაგრამ მედიის გაშუქების გამო ვითხოვ დახურვას. დახურული სხდომები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ვისიამოვნე მსაჯულების კითხვებით. არავის მივცემ საშუალებას, მართოს ჩემი მსაჯულები”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.
დაცვის შუამდგომლობას პროკურორი არ დაეთანხმა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი დახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები