კახეთში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა

თელავის რაიონის სოფელ კისისხევში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა. თვითმხილველების განცხადებით, მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მათ ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ.  არსებული ინფორმაციით, მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, პირის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები