კიევში ე.წ. კანონიერი ქურდების შეხვედრაზე ორი ქართველი დააკავეს (ვიდეო)

კიევის ოლქში პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდების შეხვედრაზე რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის ორი ქართველი დააკავა. პოლიციის ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრაზე კიევში გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცველები დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობას არ ასაჯაროებენ. ჩხრეკის დროს ამოღებულია ორი ავტომატი, ერთი პისტოლეტი და ტყვია-წამალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები