შს მინისტრის პირველი მოადგილე თავის ბერძენ კოლეგას შეხვდა

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ბერძენ კოლეგას, საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინოს ცუვალასს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შედეგები განიხილეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობა მაღალ დონეზე შეაფასა.
საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციისა და ბერძენი სამართალდამცველების შეხვედრაზე ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმების“ გაფორმების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ უფრო გაამყარებს და კარგ სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის საქართველოსა და საბერძნეთის პოლიციის ურთიერთთანამშრომლობას.
საბერძნეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები