ბორჯომში ცოლმა ქმარი ცულით დაჭრა
ბორჯომში ცოლმა ქმარი დაჭრა. შემთხვევა დაბა ახალდაბაში მოხდა. ინციდენტი ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა. ქალმა მამაკაცს მხარის მიდამოში ცული ჩაარტყა. “კვირას” ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.