“საქართველოს ბანკის” ბათუმის ფილიალის თანამშრომელი დაჭრეს

“საქართველოს ბანკის” ბათუმის ფილიალის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. მას ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ჭრილობა ხელში, ხოლო ორი – ფეხში აღენიშნება.
შემთხვევა, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ დროისთვის იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები