ბერლინში დიპლომატიური ავტომანქანები დაწვეს, მათ შორის, საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა

ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორის საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. ფაქტი “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი მსგავს ფაქტს ჩადის.
“ვადასტურებთ, რომ ბერლინში დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელთა შორისაც აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს მანქანა. ეს შემთხვევა გუშინ მოხდა. არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი მსგავს ფაქტს ჩადის“, – განუცხადეს “კვირას“ საგარეო უწყებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოძიების შედგებს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები