ესპანეთში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 18 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 18 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ათეულობით ბინის გაქურდვაში არიან ბრალდებული. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, ისინი ბინებს მადრიდში ძარცვავდნენ.
დაკავებულებს შორის „ექსპერტებიც“ არიან, რომლებიც ნებისმიერ საკეტს ტეხავენ.
„მადრიდის სპეცოპერაცია ერთ-ერთია ასეთ ღონისძიებებს შორის, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის ქალაქებში ჩატარდა, სადაც ათეული წლებია ქურდობენ დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება“, – წერს „რადიო თავისუფლება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები