ექსპერტმა თორნიკე ქაფიაშვილის ასთმით დაავადების ფაქტი არ დაადასტურა

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მაგდა პაპიძის შვილის, თორნიკე ქაფიაშვილის ასთმით დაავადების ფაქტი არ დაადასტურა.
ექსპერტის ინფორმაციით, კვლევის შედეგად ბავშვს ალერგიული ფონი აღმოაჩნდა, რაც შეიძლება მტვერსა და ქლორზე გამოვლინდეს. ექსპერტმა ელენე ჭითანავამ ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია, ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვა დაასახელა.
“თორნიკე ქაფიაშვილის ცხედარს თვალბუდის არეში, ზედა და ქვედა ქუთუთოების გარშემო აღენიშნებოდა წერტილოვანი სისხლჩაქცევები. სისხლჩაქცევები ჰქონდა ზედა და ქვედა ტუჩის ლორწოვანზე. ეს დამახასიათებელია ასფიქსიური სურათისთვის. დაზიანებები ჰქონდა, ასევე ყურის უკან, რაც შესაძლებელია, ფრჩხილით ყოფილიყო მიყენებული. ხაზოვანი სისხლნაჟღენთები იყო. რაც შეეხება შუბლს და საფეთქელს, ამ მიდამოებში დაზიანებები არ ჰქონია. ალერგიული ფონი კი ჰქონდა, მაგრამ სუნთქვასთან, ფილტვებთან დაკავშირებული პათოლოგია კვლევისას არ გამოვლინდა”, – განაცხადა ჭითანავამ.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ მაგდა პაპიძის ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, მის შვილს სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა.
“თორნიკე შვიდთვიანი დაიბადა, სამი თვე შიშველ მკერდზე მეწვინა, რომ სითბო არ მოჰკლებოდა. სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა და ასთმის წამალი სულ მედო სახლში. მე თორნიკეს როგორ მოვკლავდი?!” – თქვა მაგდა პაპიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები