ლანა პაპიძე: ჩემს დას ხომ არ დავადებ ხელს, რაც არ დამინახავს, იმაზე?!

ჩემს დას ხომ არ დავადებ ხელს, რაც არ დამინახავს, იმაზე?!,- ასე უპასუხა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დამ საქალაქო სასამართლოში პროკურორის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფუძველი აქვს იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები ოთარ ბერძენიშვილმა, ან მალხაზ ქაფიაშვილმა მოკლა.
როგორც ლანა პაპიძემ აღნიშნა, გარდაცვალებამდე ომარ ქაფიაშვილსა და ოთარ ბერძენიშვილს შორის ინციდენტი მოხდა.
“ეს ეჭვები არის იმიტომ, რომ ომარ ქაფიაშვილსა და ოთარ ბერძენიშვილს შორის მოხდა ჩხუბი”, – განაცხადა ლანა პაპიძემ.
მაგდა პაპიძის დამ – ლანა პაპიძემ წინასწარი გამოძიების მსვლელობისას, მისი დაკითხვისას პროკურორის მხრიდან გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებზეც ისაუბრა.
“პროკურორმა ელენე ჩხეიძემ ჩამირთო თორნიკეს ვიდეო და მეუბნებოდა, ნახე, როგორ ლეკვივით მოჰყავსო. ბავშვი ჯერ მიწას არ იყო მიბარებული და ლეკვად მოიხსენიეთ”, – აღნიშნა ლანა პაპიძემ, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ ის არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და აქვს თმენის ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აბსურდულ განცხადებას უპასუხოდ არ დატოვებდა.
ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ კი აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა მასაც ჰქონდა და ეს სამართალდამცველების სტრატეგიაა.
“როდესაც გამომძიებელი თამარ ზედგენიძე შემოვიდა ჩემთან, ჩემსავე ტელეფონში ჩამირთო თორნიკეს ვიდეო და მაყურებინებდა, თან იძახდა, შენი ხორცმეტიო. ამ დროს გავხდი მე დასაბმელი”, – აღნიშნა მაგდა პაპიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები