კახა კალაძე: განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, მეტყველებს, რომ გერმანია არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა

„გერმანიის მხრიდან მოხდა იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში რეფორმები წარმატებით ხორციელდება“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განცხადებები, რომლებიც გაკეთდა საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრის დროს, მეტყველებს, რომ გერმანია არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა.
„მნიშვნელოვანი იყო პრემიერის ვიზიტი და გუშინდელი შეხვედრა ანგელა მერკელთან. განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, მეტყველებს, რომ გერმანია არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა.
მათ ხაზი გაუსვეს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმ რეფორმებით, რაც იყო მოწოდებული ვიზალიბერალიზაციისთვის. ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ვიზების გარეშე მოგზაურობას ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები