ნარმანია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება

თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც ნარმანია აღნიშნავს, ის განცხადებები, რაც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, იყო მორიგი სიცრუის ტირაჟირება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჰესი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არ შენდება. ის განცხადებები, რაც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, იყო მორიგი სიცრუის ტირაჟირება, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე გაუკეთებიათ მათ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ, საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ჩვენთან ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, თუმცა დადგენილი წესით, ის იქნება განხილული“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები