ვაკის რაიონის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის ინიციატივით, ვაკის რაიონის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.
თედო კობახიძე ვაკის რაიონის 165 და 41 საჯარო სკოლებს ეწვია, დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა და ინიციატივა პირადად გააცნო. ამასთანავე, საკრებულოს დეპუტატმა მათგან სკოლების შესახებ არსებული პრობლემები მოისმინა და სამედიცინო გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ვაკის რაიონის სკოლების პედაგოგებს დიაგნოსტიკურ-ინსტრუმენტალური კვლევები ულტრათანამედროვე მრავალპროფილურ კლინიკა ”ლანცეტში” ჩაუტარდებათ.
როგორც თედო კობახიძემ პედაგოგებს განუცხადა, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და საკრებულო მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.
”ჩვენ მოვინახულეთ ვაკის რაიონის სკოლები, ჩვენ გვექნება აღნიშნული სკოლების პედაგოგებთან და დირექტორებთან მუდმივი კოორდინაცია, რათა მათთან გვქონდეს ჩართულობა და გავიგოთ მათი პრობლემები და დავუდგეთ გვერდით, რაშიც შეგვეძლება. ამავდროულად, პირველ ეტაპზე შევთავაზეთ, რომ 11 ივნისს ჩავუტაროთ პედაგოგებს გამოკვლევები. ეს გამოკვლევები ჩატარდება მაღალპროფილურ კლინიკა ”ლანცეტში”. თითოეული პედაგოგი მიიღებს დაახლოებით 600-700 ლარის მომსახურებას”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ.
თედო კობახიძის ინიციატივას სკოლების დირექტორები და პედაგოგები დადებითად შეხვდნენ და აღნიშნეს, რომ მათთვის აღნიშნული ღონისძიება დამატებითი მოტივაცია იქნება, რათა მომავალი თაობების აღზრდა ღირსეულად გააგრძელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები