შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას “ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები შეუერთდნენ

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას – “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ტელეკომპანია “იმედის” საერთაშორისო პროექტის “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეები შეუერთდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, არასამთავრობო სექტორისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები