ქართულ უნივერსიტეტში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ლევან აბაშიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს

მსახიობი ლევან აბაშიძე 22 მაისს 53 წლის გახდებოდა. ის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ეთნოლოგ როზეტა გუჯეჯიანის ორგანიზებით სტუდენტები და ლევანის ახლობლები შეიკრიბნენ. გაიხსენეს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლის ცხოვრებაც ომმა და სამშობლოს სიყვარულმა შეაჩერა.
მისი სახელი სამაგალითოა მომავალი თაობისთვის. შეხვედრა რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ გახსნა. აჩვენეს კადრები ლევანის ფილმებიდან და მისი ფოტოები. გამომსვლელებს შორის იყვნენ პროფესორი ლია ახალაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხისიტაშვილი ასევე ატუდენტები. თბილი საღამო დიდხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები