გიორგი მარგველაშვილმა ჯონ კოსტელო ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯონ კოსტელო ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი განკარგულება 30 მაისს გამოსცა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სექტორის მხარდაჭერისა და საერთაშორისო დახმარების პროგრამების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრს, ჯონ კოსტელოს, პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე, ოქროს საწმისის ორდენი პირადად გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები