უსუფაშვილი ვეტოზე: შევეცდებით, პარლამენტის მიერ მიღებულ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენი მხარდაჭერა დავადასტუროთ

„თუ არ გავიზიარებთ, შევეცდებით, პარლამენტის მიერ მიღებულ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენი მხარდაჭერა დავადასტუროთ”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე მსჯელობისას განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციიდან გამომდინარე, დეპუტატები შენიშვნებს მოისმენენ, ან შენიშვნებს გაიზიარებენ, ან ვეტოს დაძლევენ.
უსუფაშვილის განმარტებით, თუ პრეზიდენტის ვეტოს ვერ გააიზიარებენ და ვერც გადაწყვეტილებას დაადასტურებენ, კანონი არსებული სახით დარჩება.
„თუ მხარდაჭერას გამოვაცხადებთ, მაშინ პრეზიდენტს იმ ვერსიას ხელმოსაწერად გავუგზავნით. თუ პრეზიდენტის ვეტო ვერ გავიზიარეთ და ვერც ჩვენი გადაწყვეტილება დავადასტურეთ, კანონი არსებული სახით დარჩება“, – დასძინა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნებს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პარლამენტს 16-გვერდიანი შენიშვნები წარუდგინა. დოკუმენტში მიმოხილულია კანონპროექტის არსი და მის თაობაზე მოყვანილია როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები