ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი ბოლო გაკვეთილი ჩატარდა.
პროექტის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს ჩქაროსნულ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის წესები, საფრთხეების თავიდან აცილების მეთოდები და ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გააცნეს.
ბავშვებს გადაეცათ შესაბამისი თემატური სახელმძღვანელოები, საინფორმაციო მასალები და მაგისტრალზე ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი ამრეკლი საშუალებები.
შეხვედრას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გზაზე გადაადგილებისას წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
სასწავლო წლის განმავლობაში, საგზაო უსაფრთხოების თემაზე გაკვეთილებს პროექტის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” ფარგლებში, ჩქაროსნული გზატკეცილის მიმდებარე 15 სკოლის 1300-მდე მოსწავლე დაესწრო.
პროექტს “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები