“მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი”-ლალი მოროშკინამ მოსკოვში წიგნის პრეზენტაცია გამართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ რუსეთის დედაქლაქში საკუთარი წიგნის – “მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონის” პრეზენტაცია გამართა. როგორც “კვირასთან“ საუბარში მოროშკინამ განაცხადა, მოსკოვში წიგნის მიმართ გამოჩენილმა ყურადღებამ მოლოდინს გადააჭარბა. პრეზენტაციას როგორც ქართული დიასპორა, ისე რუსი პოლიტიოლოგები, მსახიობები, მწერლები ესწრებოდნენ.
ლალი მოროშკინას თქმით, პრეზენტაცია არაერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ გააშუქა.
“წიგნის მიმართ გამოჩენილმა ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა, უამრავი ადამიანი მოვიდა პრეზენტაციაზე, იყო როგორც ქართული დიასპორა, ასევე რუსი პოლიტოლოგები, მწერლები, მსახიობები. ღონისძიებაზე ჩემი ქართულ-რუსულ-შვეიცარულ-ფრანგული ოჯახი სრულად იყო წარმოდგენილი, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა. სტუმრებმა პრეზენტაციაზევე დაიწყეს წიგნის კითხვა და ძალიან სასიხარულოა,რომ ყურადღება და შთაბეჭდილებები გამოიწვია ამ ყველაფერმა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ცნობილ მწერალს მარია არბატოვას რუსულად თარგმნილი ვერსიის რეცენზიისთვის. საღამოს მასპინძლობდა ქართული რესტორანი “მარანი” მხატვრულად აფორმებდა “მარიგოლდი”, მღეროდნენ ქართული ესტრადის უბადლო წარმომადგენლები. ბედნიერი ვარ,  რომ ყველაფერმა გეგმის ფარგლებში ჩაიარა. აქ საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში აღდგება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის და მეც შევიტან ჩემს წვლილს ამაში“,-განუცხადა “კვირას“ ლალი მოროშკინამ.
შეგახსენებთ,რომ წიგნი სახელწოდებით – “მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი” ავტორმა 2009 წელს თბილისში გამოსცა.

13336249_480940712112117_1889481896_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები