თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის ინფორმაციით, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის „ა“ და VII მიკრორაიონებს, ორხევის დასახლებას (ნაწილობრივ), ორხევის გასასვლელს (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილს, თვალჭრელიძის, ენუქიძის, მებაღეობის და ქიზიყის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, გვაზაურის ჩიხს, ქართლის, გვაზაურის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევისა და ღრმაღელეს ქუჩებს, ყაზბეგის გამზირს, ვაჟა-ფშაველას გამზირს, პეკინის გამზირს, საირმის გორას, შმიდტის, შარტავას, კანდელაკის, საირმის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ვასო გოძიაშვილის, ცაგარელის, ნუცუბიძის და ჭილაძის ქუჩებს.
დღეს, 10:00-დან 11:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება სულთნიშნის, იეთიმ გურჯის, ავლევის და ვერცხლის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები