შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ საველე სწავლება ჩაატარა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თელეთში საჩვენებელი-საველე ვარჯიში ჩატარდა. საველე სწავლებაში ჩართულები იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საპატრულო პოლიცია, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
სწავლების მიზანი იყო უწყებათა შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და კატასტროფების რისკების შემცირება. ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი წელს საქართველოში, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. კონგრესში სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები