კონფერენცია – „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ გაიმართა

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – ამ თემაზე დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსი და თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს.
ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნო წევრ ქვეყნებს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვისკენ მოუწოდებს. სტანდარტიზებული შეფუთვა პირველად ავტსრალიაში 2012 დაინერგა.
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ყოველწლიურად, 31 მაისს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები