„ყველაფერი ერთ სივრცეში“ – ჩაჩავას კლინიკის ალერგოლოგი ალერგიასთან გამკლავების მეთოდებზე საუბრობს

გაზაფხული სეზონური ალერგიებისთვის სახიფათო პერიოდია, როგორც ბავშებისთვის ასევე მოზრდილებისა და ზრდასრული ადამიანებისათვის.
ამ პერიოდში ალერგიული ფონი განსაკუთრებით ორსულებში მატულობს. როგორც მედიკოსები განმარტავენ, ორსულობის დროს ჰორმონული ცვლა ისე მიმდინარეობს, რომ ლორწოვანი გარსები ალერგიული თვალსაზრისით ძალიან მგრძნობიარენი ხდებიან. მათი მკურნალობა კი გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ამ მხრივ, რამდენიმეწლიანი გამოცდილება ჩაჩავას კლინიკას ნამდვილად არ აკლია და ალერგიასთან გასამკლავებლად საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით პირველ ადგილზეა. კლინიკა პაციენტების, განსაკუთრებით კი ორსულების კომფორტულ გარემოზე უკვე წლებია ზრუნავს და ყველანაირი სახის დახმარებას ერთ სივრცეში სთავაზობს.13336204_1093373017373243_676454037_n
კლინიკის პაციენტს, შესაძლებლობა აქვს ალერგიული დიაგნოსტიკა, სასუნთქი სისტემისა და კანის სინჯები, ერთ მისამართზე კლინიკის ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში გაიკეთოს.
რაც შეეხება კანის სინჯებს, გამოცდილი ექიმები სწრაფი ალერგიული რეაქციების გამოსავლენად ე.წ. პრე-ტესტებს იყენებენ, მოგვიანებითი ალერგიის დასადგენად კი ე.წ. პეჩ-ტესტებს.
აღსანიშნავია, რომ ჩაჩავას კლინიკამ პირველობა არც ამ მხრივ დათმო და იგი საქართველოში იყო პირველი, რომელმაც შვედური პრესტიჟული კომპანიის მიერ წარმოებული პეჩ-ტესტები გამოიყენა. მისი გამოყენება საეჭვო რეაქციების დროს ხდება. იგი კანზე დასაკრობი სპეციალური ფირფიტაა, რომელზეც გარკვეული შემცველობის მედიკამენტი წვეთდება და 48 საათის განმავლობაში მოგვიანებითი ალერგიის გამოვლენის შესახებ ინფორმაციას იძლევა.
კლინიკა ასევე გამოირჩევა უნიკალური, საკმაოდ ძვირადღირებული აპარატით, რომელიც ბრონხებში ანთების არსებობას იკვლევს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აპარატი საქართელოში მხოლოდ ორია, ერთ-ერთი კი ჩაჩავას კლინიკის ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის საკუთრებაშია.13293364_1093372557373289_1967152218_n
სეზონურ ალერგიასთან გამკლავების მეთოდებზე და ზოგადად ალერგიის თავისებურებებზე „კვირა“ ჩაჩავას კლინიკის ექიმ-ალერგოლოგს, პროფესორ ეკა ჩხარტიშვილს ესაუბრა, რომელიც თავის პაციენტებს საერთაშორისო გამოცდილებას თითქმის ყოველწლიურად უზიარებს:
„ალერგიის სამკურნალოდ, პირველ რიგში, ჩვენ პროფილაქტიკას ვეყრდნობით, რაც მთელ მსოფლიოში მიღებულია. ალერგიულ დაავადებებთან მიმართებაში ხშირია, როდესაც ორსულობის პერიოდში გარკვეული ალერგიული გამოვლინებები ქრება, ზოგჯერ უარესდება, ზოგჯერ კი არაფერი იცვლება და იგივე რჩება, მაგრამ ჩვენ ვიყნებთ მეთოდს, რომელიც მთელ მსოფლიოში მიღებულია. ამ მეთოდის პრინციპი არის ის, რომ დიაგნოსტიკა გავაკეთოთ და ზუსტად ვიცოდეთ დიაგნოზი, რაც შესაძლებელია გავაკეთოთ და ზომიერების ფარგლებში დროულად ჩავერიოთ, თუმცა ხშირია, როდესაც გარკვეული რისკები არსებობს, მაგრამ სარგებელი უფრო მეტია.13296325_1093372417373303_1940453003_n
ჩვენთან დროულად და სწრაფად ხდება ჩარევა. დგება კონსილიუმი. საქმეში ერთვება როგორც თერაპევტი, ისე ალერგოლოგი და ძირთადი ექიმი, ვისთანაც პაციენტი არის აღრიცხული. გაზაფხული ალერგიის მომატების თვალსაზრისით ნამდვილად აქტიური პერიოდია. არსებობს ადრეული ალერგენები, რომლებიც თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ყვავიან და ალერგიულ ფონს მაღლა წევენ. არის ასევე შუა სეზონის და მოგვიანებითი ალერგიის გამომწვევი მცენარეებიც. ასე რომ, დაწყებული სექტემბრიდან გვიან შემოდგომამდე, ალერგიის მომატების თვალსაზრისით აქტიური დროა. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ბავშვთა ასაკში სეზონური ალერგია, ალერგიული რინიტის, კონიუქტივიტის, ხველების სახით გამოიხატება და უფრო და უფრო მწვავდება. ორსულებში ფონი განსაკუთრებით მატულობს, მითუმეტეს თუ მას გარემოც ხელს უწყობს, ამ ჯგუფში გარკვეული პათოლოგიები იჩენს ხოლმე თავს. ორსულებში ასევე ხშირია არაკონტროლირებული ალერგია და როდესაც ამ ფონზე დაორსულება ხდება, უფრო მეტად მატულობს ამ დაავადების გამოვლენა. 13318678_1093372487373296_10807429_n
დაორსულებამდე ნაკლებად მიმართავენ ექიმს და ხშირად თვითნებურ მკურნალობასაც იტარებენ. დაორსულების შემდეგ კი ეშინიათ და ჩვენთან მორბიან. ორსულების დახმარების თვალსაზრისით შეზღუდულები ვართ. არის სპეციალური კატეგორია მედიკამენტების, რომლებიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში გამოიყენო,იმიტომ რომ მათი არ გამოყენების დროს უარესი შედეგი შეიძლება დადგეს. ყოველთვის ჯობია, პროფილაქტიკური დახმარება და კონტროლი ყველამ ჩაიტაროს.
რაც მთავარია, ჩვენს კლინიკაში არის ანესთეზიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის განყოფილება. გამოუვალი სიტუაციების შემთხვევაში ჟანგბადი ამბუს აპარატი და ჩასასუნთქი ბალონი“, – ამბობს ალერგოლოგი ეკა ჩხარტიშვილი, რომელიც მშობლებს, მოზრდილებსა და ორსულებს სეზონური ალერგიების პერიოდში სახლის სველი წესით დალაგებისას ნიღბის გამოყენებას ურჩევს, ბალახებთან და ბუჩქებთან სიახლოვეს სეირნობისგან კი თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
13330441_1093372514039960_365199196_n

13296278_1093372240706654_466525913_n

13336362_1093372684039943_1790651365_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები