შსს-მ მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს იმიტირებულ ქალაქში უმასპინძლა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, თბილისში, ვარდების მოედანზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს იმიტირებულ ქალაქში უმასპინძლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო-რგოლი დაამზადა,რომელშიც ასახულია თუ როგორ ათვალიერებენ მოქალაქეები იმიტირებულ ქალაქში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკას, გამოფენილ შეიარაღებასა და აღჭურვილობას.
“იმიტირებულ ქალაქში“ აღჭურვილობის გამოფენის გარდა, ბავშვებსა და მოზრდილებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარეს. მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა „MIA Force“, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახესთან – ევროპის ჩემპიონ დათა ქაჯაიასთან ერთად, სპორტული ავტომობილები წარმოადგინა.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, უსაფრთხო ქალაქის „ქუჩა #125“-ში მდებარე დაცულ სახლში, ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო თავსატეხი, შეჯიბრი და კონკურსი შესთავაზა.
„112“-მა „კოსმიური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
უსაფრთხო ქალაქის ტერიტორიაზე, შსს-ს აკადემიის არქივის ღია კინოთეატრში ნაჩვენები იყო საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული 20-მდე ისტორიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კონკურსშიც და საცოცი კიბის გამოყენებით უმწეო ცხოველი გადაერჩინათ.
იმიტირებული ქალაქის საზღვრებს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები და სამომსახურეო ძაღლები იცავდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი ტერიტორიას აკონტროლებდნენ და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები