იუსტიციის მინისტრი პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პატრიარქის ინიციატივას გამოეხამურა, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გაადვილების ინიციატივას ეხება.
მინისტრის განცხადებით, ასეთ პირებს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით, საკმაოდ მარტივად, პრაქტიკულად ავტომატურად, ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.
„იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით, ფაქტობრივად ავტომატურად ხდება ხოლმე მეორე მოქალაქეობის, ანუ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. პრაქტიკაში ჩვენ თითქმის არ გვაქვს პრობლემები, თუ საჭიროა ამ პრაქტიკის ხელშესაწყობად კანონის ლიბერალიზაცია, ეს ვერ მოხდება კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ დღეს საკმარისი ხმები არ აქვს პარლამენტში.
ამიტომაც, დღემდე, „ქართული ოცნების“ მთავრობა პრაქტიკაზე ვაკეთებთ აქცენტს და ჩვენს ქართველებს, რომლებიც სიდუხჭირის თუ ბედის უკუღმართობის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, პრაქტიკულად ავტომატურად, იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით ვანიჭებთ, საკმაოდ მარტივად, საქართველოს მოქალაქეობას“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მთავრობას უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გაადვილების ინიციატივით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები