ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა – 7 ადამიანი დაიღუპა
ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვას 7 მიგრანტი ემსხვერპლა. იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 500 ადამიანი გადაარჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამასთანავე, იტალიელი სამხედროები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 40 ათასი ლტოლვილი გადაარჩინეს. 800 ადამიანი ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა.