ფლორენციაში სანაპირო ჩაინგრა

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, მდინარე არნოს სანაპიროზე გრუნტი ჩაინგრა. შემთხვევა პონტე-ვეკიოს ხიდთან მოხდა. გრუნტის ჩანგრევის შემდეგ გაჩენილ ორმოში, რომლის სიგრძე 200 მეტრს, ხოლო სიგანე 7 მეტრს შეადგენს, 20 ავტომობილი აღმოჩნდა. ფლორენციის მერიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურები ავრაუდობენ, რომ მიწის ჩანგრევა წყალსადენის დაზიანებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები