სავჩენკომ მისი გათავისუფლების მომხრეებს მადლობა გადაუხადა

უკრაინელმა პილოტმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც რუსეთის ციხიდან დღეს გაათავისუფლეს და რომელიც უკვე უკრაინაში დაბრუბდა, მისი გათავისუფლების მომხრეებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ სავჩენკომ კიევის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემთვის იბრძოდა. თქვენ იბრძოდით ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გათავისუფლდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, გათავისუფლდეს. მინდა ბოდიში მოვუხადო დედებს, რომელთა შვილებიც ანტიტერორისტული ოპერაციიდან არ დაბრუნდნენ, მაშინ როცა მე ცოცხალი ვარ“, – განაცხადა სავჩენკომ.
ასევე მან განაცხადა, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას განაგრძობს. სავჩენკოს ინფორმაციით, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მისი პრესკონფერენცია უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები