აზერბაიჯანში ჟურნალისტი ხადიჯი ისმაილოვა გაათავისუფლეს
აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დაკავებული ჟურნალისტისთვის, ხადიჯი ისმაილოვასთვის პატიმრობის პირობითი სასჯელით შეცვლის შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
2015 წლის სექტემბერში ისმაილოვას, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებაში კორუფციის ფაქტებს იძიებდა, 7,5 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ცნეს გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ისმაილოვას პროცესს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს.