რუსეთის პრეზიდენტმა ნადეჟდა სავჩენკო შეიწყალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს შეწყალების ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სავჩენკოს და უკრაინაში დაკავებული ორი რუსი სამხედროს გაცვლა დონის როსტოვის აეროპორტში დღეს შედგა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, პუტინმა სავჩენკო დონბასში დაღუპული რუსი ჟურნალისტების ქვრივების თხოვნით შეიწყალა.
უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომელშიც ნადეჟდა სავჩენკო იმყოფება, ბორისპოლის აეროპორტში უკვე დაფრინდა.